ლეო XIV-მ პაპის რანგში პირველი წირვა აღავლინა და მის არჩევას უფლის კურთხევა უწოდა
რომის პაპმა ლეო XIV-მ კათოლიკური ეკლესიის მეთაურის რანგში პირველი მესა აღავლინა და განაცხადა, რომ მისი არჩევა უფლის კურთხევა იყო.
“მინდა, გავიმეორო სიტყვები ფსალმუნიდან: „ახალ სიმღერას ვუმღერებ უფალს, რადგან მან სასწაულები მოახდინა“, და მართლაც, არა მხოლოდ ჩემთან, არამედ ყველა ჩვენგანთან, ჩემო ძმებო კარდინალებო.
თქვენ მომიწოდეთ, რომ ეს ჯვარი ვატარო და ამ მისიით ვიყო კურთხეული. ვიცი, რომ შემიძლია თითოეულ თქვენგანს დავეყრდნო, რომ ჩემთან ერთად იაროთ, როდესაც ჩვენ, როგორც ეკლესია, როგორც საზოგადოება, როგორც იესოს მეგობრები, როგორც მორწმუნეები, გავაგრძელებთ სასიხარულო ცნობის, სახარების გამოცხადებას“, – თქვა მან.
ლეომ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მსოფლიოს მრავალ ნაწილში ქრისტიანული რწმენა აბსურდად ითვლება.
ვატიკანმა განაცხადა, რომ ლეომ ვატიკანის ყველა ლიდერს, რომლებმაც ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ სამსახური დაკარგეს, თანამდებობებზე დარჩენა სთხოვა.