პუტინი კრემლში უცხოელ ლიდერებს ხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში უცხოელ ლიდერებს ხვდება, რომლებიც წითელ მოედანზე საიუბილეო გამარჯვების აღლუმის სტუმრები არიან,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კრემლიდან ლიდერები წითელ მოედანზე გაემართებიან და ტრიბუნაზე ადგილებს დაიკავებენ. ტრადიციის თანახმად, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი მოსკოვის დროით 10:00 საათზე იწყება.

აღლუმის დასასრულს, დაგეგმილია ლიდერების მიერ ალექსანდრეს ბაღში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან გვირგვინების ტრადიციული, ერთობლივი მირთმევა.

პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მოსკოვში აღლუმზე 27 უცხოელი სახელმწიფოს მეთაურის დასწრებას ელის.

ასევე აღსანიშნავია, რომ, მოსკოვის აეროპორტებში უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევის საფრთხის გამო, ფრენები შეფერხებით სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები