„მშვიდობა იყოს თქვენთან“ – ლეო XIV-მ პაპის რანგში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა
„მშვიდობა იყოს თქვენთან“, – ამის შესახებ ლეო XIV-მ პაპის რანგში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ხალხისადმი პირველი მიმართვისას განაცხადა.
„ეს არის აღმდგარი ქრისტეს პირველი მისალმება, კეთილი მწყემსისა, რომელმაც თავისი სიცოცხლე ღმერთს შესწირა. და მე ასევე მსურს, რომ ეს მშვიდობის მისალმება შევიდეს ჩვენს გულებში და ჩვენს ოჯახებში“, – თქვა მან და ახსნა თავისი მისალმების არჩევანი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევოსტი რომის პაპად აირჩიეს. პაპის რანგში მისი სახელი ლეო XIV იქნება.