სერბეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებს
სერბეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა.
„სერბეთს ვერავინ უბრძანებს იმას, რომ ქვეყანამ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები დაანგრიოს“, – განაცხადა ვუჩიჩმა. პრემიერის განცხადებით, „სერბი და რუსი ხალხი ძალიან ახლოს არიან“, გარდა ამისა, ვუჩიჩის თქმით, 2 ქვეყანას ბევრი საერთო პროექტი გააჩნია.
„ჩვენ ბევრი რაღაც გვაქვს გასაკეთებელი მომავალში და მინდა ვთქვა, რომ სერბეთი – თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. სერბეთი – ევროპულ გზაზე დგას, თუმცა მას არ დაუწესებია და არც აპირებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს“, – განაცხადა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა.