ბრაზილიის ციხეში ბუნტი მოხდა – არიან დაშავებულები

ბრაზილიის ციხეში ბუნტი მოხდა. არეულობის შედეგად სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრებმა ციხის 12 თანამშრომელი ტყვედ აიყვანეს და დაწესებულების სახურავზე, ახლობლების თვალწინ ხელკეტებით გაუსწორდნენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, პატიმრებმა ციხის ადმინისტრაციას მოთხოვნების სია გადასცეს, სადაც საკვების, მკურნალობისა და, ზოგადად, პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ასევე მიმართავენ ხელისუფლებას პატიმრების ნაწილი სხვა დაწესებულებაში გადაიყვანონ. გუარაპუავას საპატიმროში სულ 250–მდე ადამიანი იხდის სასჯელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები