ერაყში აფეთქებამ 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
ერაყში, ბაღდადის შიიტურ უბანში ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპულთა შორის ერაყის პარლამენტის წევრი და რამდენიმე პოლიციელია. დედაქალაქის შიიტური დასახლება უკვე მესამე დღეა ინტენსიურად იბომბება.
პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმებზე პასუხისმგებლობა “ისლამურ სახელმწიფოს” ეკისრება. სუნიტური ისლამის რადიკალი მებრძოლები უკვე ერაყის ჩრდილო-დასავლეთის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ.
ინტენსიური შეტევა მიმდინარეობს დასავლეთ ანბარის პროვინციაზე. ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია ჯიჰადის მიმდევრების პოზიციებზე ავიადარტყმებს ახორციელებს.