მიხეილ ყაველაშვილი: მე, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ამაყი ვარ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და ვაჟკაცურად იცავდნენ და იცავენ სამშობლოს

“მე, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ამაყი ვარ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და ვაჟკაცურად იცავდნენ და იცავენ სამშობლოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს სამხედროებს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვთ შეტანილი გლობალური მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. საქართველოს მთავრობა თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე მუდმივად ზრუნავს და ამ საქმეში განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, გენერალიტეტს და თითოეულ თანამშრომელს.

ჩვენო გმირო სამხედროებო, თქვენ ხართ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ის საფუძველი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ძლიერი და მშვიდობიანი მომავალი. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ძალა, სიმტკიცე და გამარჯვება! თქვენს ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი და მტკიცედ მჯერა, რომ ერთად, ერთიანი ძალებით, ღირსეულად შევძლებთ ჩვენი სამშობლოს დაცვას და კიდევ უფრო გაძლიერებას!” – განაცხადა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები