ჩინეთი სავაჭრო მოლაპარაკებების გასააქტიურებლად ევროკავშირის კანონმდებლებს სანქციებს მოუხსნის
ჩინეთი ხუთ მოქმედ და ყოფილ ევროპარლამენტარზე სანქციებს მოხსნის, რაც ბრიუსელსა და პეკინს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებს გზას გაუხსნის,- ამის შესახებ POLITICO წერს.
გამოცემა ინფორმირებულ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ამ ამბავს პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებს დღეს, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე გააცნობს.
სანქციების მოხსნა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იმპორტზე ტარიფების დაწესებით საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების შეფერხების შესახებ გადაწყვეტილების ფონზე მოხდა, სადაც ყველაზე სადამსჯელო გადასახადები ჩინეთს დაეკისრა.
გასულ კვირას მეცოლამ განაცხადა, რომ სანქციების მოხსნის შესახებ პეკინთან მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზეა.
საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში პარლამენტის წამყვანმა ევროპარლამენტარმა, ბერნდ ლანგემ, განაცხადა, რომ ჩინელ კოლეგებთან ურთიერთობისთვის მწვანე შუქის მინიჭების მიუხედავად, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის შეუფერხებელი სავაჭრო ურთიერთობების განვითარების გზაზე კვლავ ბევრი დაბრკოლება რჩება.