ჰონგ-კონგში არეულობის შედეგად 45 ადამიანია დაკავებული

ჰონგ-კონგის ცენტრში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ახალი შეტაკებები მოხდა. შედეგად 45 ადამიანია დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, არეულობა იმის შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა სამთავრობო შენობების მახლობლად დემონსტრანტების მიერ დაყენებული ბარიკადების აღება სცადეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. პროტესტანტების უმრავლესობა იქვე მდებარე პარკში გადავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ დემონსტრაციები ჰონგ-კონგში 26 სექტემბერს დაიწყო. მაშინ ქუჩებში დაახლოებით 80 000 ადამიანი გამოვიდა. უმეტესობა მათგანი სტუდენტი იყო, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების დამოუკიდებლად არჩევას ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები