შვედეთის ქალაქ უფსალაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
შვედეთის ქალაქ უფსალაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანოებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ინციდენტი ტერორისტული ან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულია.
როგორც უცხოური მედია იუწყება, თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან ელექტროსკუტერით გაიქცა. მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.