კიტრის მწნილის ქილებში 27 000 აბი ექსტაზი აღმოაჩინეს
საფრანგეთში საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა კიტრის მწნილის ქილებში 27 000 აბი ექსტაზი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკები ქალაქ ფრენ-ლე-მონტობანში, ნიდერლანდების საზღვართან ახლოს ავტომობილში აღმოაჩინეს. მანქანას კიტრის მწნილის 13 რკინის ქილა გადმოჰქონდა. ჩხრეკის შედეგად, ქილებში 200 000 ევროს ღირებულების 8 კილოგრამი ექსტაზი იყო ნაპოვნი. დაკავებულებს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 11,2 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ემუქრებათ.