კანადის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

კანადის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „ლიბერალური“ პარტია ლიდერობს,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც “ბიბისი წერს”, მარკ კარნის პარტია, სავარაუდოდ, კანადაში მთავრობის ფორმირებისთვის თემთა პალატაში საკმარის მანდატებს მოიპოვებს. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა ისინი უმრავლესობის მოპოვებას.

კარნის “ლიბერალები” 150-ზე მეტ ადგილას ლიდერობენ, თუმცა ამჟამად უმრავლესობისთვის საჭირო 172 ადგილი აკლიათ.

მეორე ადგილზე „კონსერვატიული“ პარტია გადის. მას პარლამენტში ჯერჯერობით 135 მანდატი აქვს მოპოვებული.

მედიის ცნობით, კანადაში „უმრავლესობის პრინციპით“ მომუშავე საარჩევნო სისტემა მოქმედებს. კანდიდატი, რომელიც თითოეულ საარჩევნო ოლქში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, იმარჯვებს ამ მანდატზე და პარლამენტის წევრი ხდება.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში გამარჯვება უკვე იზეიმა მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, „ლიბერალური“ პარტიის თავმჯდომარემ, მაიკ კარნიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები