“საქართველო კიდევ უფრო მეტად წინაურდება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში, ეკონომიკა იზრდება უპრეცედენტო ტემპით” – თორნიკე ჭეიშვილი
“ეს ე.წ. პროტესტი, ყველა ძალიან კარგად ხედავს, თუ რაოდენ უხეიროა და მარგინალიზებულია ის ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც ისევ და ისევ ცდილობს, შექმნას ერთგვარი განცდა თუ იმიტაცია, რომ რაღაც საპროტესტო მუხტი ქვეყანაში არსებობს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს.
“ამის პარალელურად, ჩვენი საზოგადოება ხედავს იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად წინაურდება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში, ეკონომიკა იზრდება უპრეცედენტო ტემპით”, – ამბობს ჭეიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.