გიორგი კალანდია: ის, რომ 200 ათასი მლოცველი ევროპის გულში არის მისული, სწორედ ასეთი ევროპა მოგვწონს ჩვენ ქართველებს, სადაც სულიერება, ტრადიციები, უნიკალური ისტორიული ძეგლები არის არამარტო სულიერი ღირებულებების საგანი, არამედ ამასთანავე არის ეროვნული თავმოწონების საგანი
„ის, რომ 200 ათასი მლოცველი ევროპის გულში არის მისული, სწორედ ასეთი ევროპა მოგვწონს ჩვენ ქართველებს, სადაც სულიერება, ტრადიციები, უნიკალური ისტორიული ძეგლები არის არამარტო სულიერი ღირებულებების საგანი, არამედ ამასთანავე არის ეროვნული თავმოწონების საგანი,“ – ამის შესახებ „იმედის“ ეთერში ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ლოგიკურია, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი დგას მსოფლიოს ლიდერებს შორის წმინდა პეტრეს მოედანზე იმიტომ, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა წმინდა საყდართან ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში ჰქონდა.
„ახლა ჩვენ ვუყურებთ, მე ვფიქრობ, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ვიტყოდი სანუკვარ ევროპას. აი, ისეთ ევროპას, რომელიც ერთის მხრივ, არის თანამედროვეობის, იგივე ლიბერალური ღირებულებების ერთგული, მაგრამ ამასთანავე როგორ პატივს სცემს სულიერ ლიდერს, როგორ შეუძლია კონსერვატიული ღირებულებების ერთგული იყოს, ტრადიციების ერთგული იყოს იმიტომ, რომ აი, ეს ტრადიცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის რამდენიმე საუკუნოვანი ტრადიცია.
ის, რომ 200 ათასი მლოცველი ევროპის გულში არის მისული, სწორედ ასეთი ევროპა მოგვწონს ჩვენ ქართველებს, სადაც სულიერება, ტრადიციები, უნიკალური ისტორიული ძეგლები არის არამარტო სულიერი ღირებულებების საგანი, არამედ ამასთანავე არის ეროვნული თავმოწონების საგანი. ამიტომ ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი ფაქტია, რომ ამდენი ადამიანი დღევანდელ დღეს, როდესაც თითქოს ერთმანეთს რამდენიმე მსოფლმხედველობა დაუპირისპირდა და ხშირად ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს ლოცვა, სულიერება, სულიერი ლიდერისადმი პატივისცემა რაღაცნაირად უკანა პლანზე დახიოს, ჩვენ ვხედავთ პირიქით, ამას ევროპის ცხოვრებისათვის, ნამდვილი ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებებისათვის რამხელა მნიშვნელობა ენიჭება.
ეს უკვე ძალიან ბევრ რამეს უსვამს ხაზს, თუმცა მისი უბრალოებაა ის, რაც ყველაზე მეტად გვხიბლავს ჩვენ ქრისტიანებს. თავმდაბლობა – ქრისტიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. გვაქსოვს ის ცნობილი კარები, როდესაც პაპი ფრანცისკე არ ჩაჯდა ოქროს ტახტში, მასთან ჩვეულებრივ უპოვარ ბავშვებს შეეძლოთ ასულიყვნენ მოედანზე, სადაც ის წირვას ატარებდა, ეთამაშათ და ა.შ. მოკლედ ეს იყო მართლაც გამორჩეული კაცი.
ჩვენი მონარქის ყველაზე გამორჩეული პირები დავით აღმაშენებელზე არ არის ლაპარაკი, ვიცით, რომ დავით აღმაშენებელი ერთი მხრივ ჯვაროსანთა შემწე იყო, არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ჯვაროსნები, რომლებიც წმინდა პეტრეს ტაძრის შვილები იყვნენ იბრძოდნენ საქართველოში, ქართველი ქრისტიანების მხარდასაჭერად. ეს ძალიან კარგად მიუთითებს ჩვენს ურთიერთობებზე, რწმენის პროპაგანდის წმინდა კონგრეგაციის სტამბაში, კათოლიკე მისიონერებისათვის, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობდნენ, სწორედ მათთვის შეიქმნა პირველი ნაბეჭდი წიგნი. როდესაც ვატიკანისა და საქართველოს ისტორიულ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ პირველი, რაც გვახსენდება, ეს არის პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი, რომელიც სწორედ ვატიკანის წმინდა საყდრის მესვეურთა შრომის შედეგია“, – აღნიშნა კალანდიამ.
მისივე განცხადებით, საქართველოში არაერთი კათოლიკე მისიონერი მოღვაწეობდა, მაგალითად კრისტოფორო დე კასტელი და არქანჯელო ლამბერტი.
„თუ ჩვენ გვიანი შუა საუკუნეების ქართველთა სახელები ვიცით, ჩვენი მეფეების, დედოფლების ყველა ეს არის საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერების ჩახატული. ვატიკანის ბიბლიოთეკაში ჯერ კიდევ კოლხი მედეადან მოყოლებული საქართველოს შესახებ არის უზარმაზარი მასალა. სხვათა შორის, ესეც ამ პერიოდის ძალიან დიდი დამსახურებაა და აქაც პაპის როლი ალბათ ძალიან დიდია. პირველად მოხდა რომ წინა წელს, თუ იმის წინა წელს ქართული არქივები გაიხსნა. თქვენ იცით, რომ საიდუმლო არქივი ჰქვია ამ უზარმაზარ საცავს, იგი გაიხსნა ქართველი მკვლევრებისათვის და არა ერთი ქართველი ჩავიდა უკვე და ძალიან ბევრი საინტერესო მასალა გამოვლინდა საქართველოსა და ვატიკანთან ურთიერთობის თვალსაზრისით”, – განაცხადა კალანდიამ.
მისი თქმით, რომის წმინდა საყდარი ძალიან იყო საქართველოთი დაინტერესებული ისტორიის მთელ მანძილზე. არსებობს არაერთი რომის პაპის წერილი საქართველოს მეფეებისადმი და ასევე ქართველი მეფეების მიერ მიწერილი. ქეთევან დედოფალი იყო ის ფიგურა, რომლის მოწამებრივმა გზამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინდელ ევროპაზე. ქეთევან წამებულის ყველაზე ძველი გამოსახულება არის პორტუგალიაში, დაგრასას კათოლიკურ ტაძარში. მისი უნიკალური გამოსახულება, ცნობილი წამების სცენა სწორედ პორტუგალიელი ბერის ცნობებიდან შემორჩა.
„მე განსაკუთრებული მადლიერი ვარ იმისი, რომ ამ ძნელბედობის გამო, იმ ტაძარს ბევრი პრობლემა ჰქონდა, თუმცა კათოლიკეებმა ეს გამოსახულება შეინახეს და დღემდე ის არის ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფურცელი. ამიტომ ვიძახი, რომ ამ ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს და ჩვენც უნდა ვთქვათ, რომ არამარტო კათოლიკეები იყვნენ ქართველებისადმი კეთილგანწყობილი, არამედ საქართველო და ქართველი ხალხიც ამ უძველესი მიმდინარეობის წარმომადგენლებს ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით ექცეოდა. ამისი საუკეთესო დასტურია თბილისის არაერთი კათოლიკური ტაძარი, რომელიც არსებობდა და დღესაც არსებობს თბილისში.
დიდგორის ბრძოლით დავიწყე და ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების ურთიერთობის საბრძოლო თანამეგობრობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია დიდგორის ბრძოლა. როდესაც კათოლიკეებს და მართლმადიდებლებს შეუძლიათ გაერთიანდნენ ერთი ღირებულების დასაცავად და ამ შემთხვევაში დიდგორის ბრძოლა გახლავთ ამისი საუკეთესო ილუსტრაცია. რამდენიმე ცნობა არსებობს, რომ 200 კათოლიკე ქართველების მხარ და მხარ იბრძოდნენ და ლათინი მებრძოლის ასეთი ცნობა გვაქვს შემონახული, რომ მეფე დავითს დიდგორის ბრძოლის დროს ხილულად ეხმარებოდნენ ზეციური ძალები და სწორედ მისი ინფორმაციით არის ცნობილი გამოთქმა, რომ ქართველთა დროშიდან წმინდა გიორგი გადმოვიდა და ქართველთა ხილული მთავარსარდალი გახდა. ეს სწორედ მათი შემონახული ცნობაა“, – აღნიშნა კალანდიამ.