ცუკერბერგმა ებოლასთან ბრძოლის ცენტრს 25 მილიონი აშშ დოლარი შესწირა
ფეისბუქის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა აშშ-ს ჯანდაცვის სამინისტროს განყოფილებას, ებოლას კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრს 25 მილიონი აშშ დოლარი შესწირა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურმა ჯონ კერიმ მთელი სამსახურის სახელით ახალგაზრდა მილიარდელს ასეთი გულუხვი შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.