საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ, ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას ზაზა კვიციანი დაიკავებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად ორი სამინისტრო – რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩამოყალიბდა. რეგიონული განვითარების მინისტრის პოზიცია კახა გულედანმა, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა რევაზ სოხაძემ დაიკავა.