თურქეთის ქალაქ სტამბოლში ოთხშაბათს მომხდარი 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 151 ადამიანი დაშავდა,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა განაცხადა, რომ დაშავებულთა უმეტესობის მდგომარეობა გამოწვეული იყო იმიტომ, რომ ისინი შენობიდან გადმოხტომას ცდილობდნენ. მათი მკურნალობა საავადმყოფოებში მიმდინარეობს და სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
ასევე, უსაფრთხოების მიზნით, ქალაქში 2 დღით სკოლები დაიხურება.
შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს რეგიონში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.