დასავლეთის აგრესიის შემთხვევაში, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს – სერგეი შოიგუ

დასავლეთის აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს,- ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე, სერგეი შოიგუ აცხადებს.

“2024 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეკავების სახელმწიფო პოლიტიკაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ბელარუსის რესპუბლიკის ან რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს – მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ აგრესია ტრადიციული (არაბირთვული) იარაღით განხორციელდება.

რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით, თუ უცხო ქვეყნების მიერ განხორციელებული არამეგობრული ქმედებები საფრთხეს შეუქმნის რუსეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ჩვენი ქვეყანა დასაშვებად თვლის როგორც სიმეტრიული, ასევე ასიმეტრიული ზომების მიღებას, რომლებიც აუცილებელია მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად და მათი განმეორების თავიდან ასაცილებლად”,- ამბობს შოიგუ.

მისივე თქმით, აღნიშნული ზომები იმ სახელმწიფოებზეც გავრცელდება, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის მოსამზადებლად თავიანთ ტერიტორიებს ან რესურსებს იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები