სტამბოლში ზედიზედ 6 მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, სტამბოლში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები, რომლის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, სილივრის სანაპიროსთან იყო 3,9 მაგნიტუდით შეფასდა. მეორე 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მალევე მოხდა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საბოლოო ჯამში, ზედიზედ 6 მიწისძვრა დაფიქსირდა. დადგინდა, რომ მიწისძვრა 6,99 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა და იგი მიმდებარე პროვინციებშიც იგრძნობოდა.

მედიის ცნობით, მიწისძვრამ, რომელიც 10 წამის განმავლობაში იგრძნობოდა, მოსახლეობაში დიდი პანიკა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ პირველადი დასკვნებით, შენობების ჩამონგრევის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ არ შევიდნენ დაზიანებულ შენობებში და არ დარჩნენ სარისკო შენობებში.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან განვითარებულ მოვლენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები