უკრაინელების 41 %-ს პუტინი სძულს

კომპანია “GfK”-მა უკრაინის მასშტაბით სოციალური გამოკითხვა ჩაატარა. “ლიგა.ნეტ”-ის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგებით გაირკვა, რომ უკრაინელების 41 % რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ ზიზღს გამოხატავს, 34 % სიძულვილს, 20 %-ს კი რუსეთის პირველი პირი აღიზიანებს. ამავე გამოკითხვის თანახმად, პუტინის მიმართ პატივისცემას უკრაინელთა მხოლოდ 6 % გამოხატავს, 4 %-ს კი ეცოდება. რუსეთის პრეზიდენტის უკრაინელთა მხოლოდ 3 %-ს ეშინია, 15 % აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტისადმი არავითარ გრძნობას არ გამოხატავს.
კომპანიამ 16 წელს ზემოთ ასაკის ათასი უკრაინელი გამოკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები