გიორგი ვოლსკი საფრანგეთის საელჩოს მიერ კანდელაკის ენჯეოს დაფინანსებაზე: იმდენად დარღვეულია ყველა პრინციპი, რომ ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ეს არის პოლიტიკური ფული

„იმდენად დარღვეულია ყველა პრინციპი, რომ ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ეს არის პოლიტიკური ფული,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, საფრანგეთის საელჩოს მიერ კანდელაკის ენჯეოს დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოა, რომ ეს ფული მოხმარდება რადიკალური პროცესების განვითარებას.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის შავი ფული. და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ წარსული გამოცდილებიდან, რომ ეს ფული კვლავაც მოხმარდება პროცესების რადიკალიზაციას, რაშიც საფრანგეთი გარკვეულწილად, დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში არის დაინტერესებული, მას თავის პრაგმატული ინტერესი გააჩნია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საფრანგეთის საელჩომ „გრანტების გამჭვირვალობის“ კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე დაფინანსება კანდელაკის ენჯეოს გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები