სტივ უიტკოფი – რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი მიიღოს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი მიიღოს.
უიტკოფის თქმით, ტერიტორიები არის გასაღები ომის მოსაგვარებლად და ისინი ყალიბდება მთავარი შეთანხმებისთვის, რომელსაც ის ტრამპის სახელით რუსეთთან აწარმოებს.
როგორც უცხოური მედია წერს, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უკრაინის ხუთ რეგიონზე მიმდინარეობს, რომლებსაც მოსკოვი თავის საკუთრებად მიიჩნევს, მაგრამ კიევი მზად არ არის, ისინი დათმოს.
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟია და ხერსონი რუსეთის ნაწილად გამოაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არასოდეს აღიარებს ამ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.