ყაზახმა ვირუსოლოგებმა ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად მზადყოფნა გამოთქვეს

ყაზახმა მეციერებმა ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად მზადყოფნა განაცხადეს. ეს ინფორმაცია ყაზახეთის ბიოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა აბილაი სანსიზბაიმ გაავრცელა.
ამასთან, სანსიზბაიმ აღნიშნა, რომ ყაზახ მეცნიერებს ვაქცინის დასამზადებლად შესაბამისი პირობები ჯერ არ გააჩნიათ. ებოლას შტამთან მუშაობა მთელ მსოფლიოში ბიოუსაფრთხოების მეოთხე დონის ლაბორატორიებში მიმდინარეობს, ყაზახეთში კი მესამე დონის ლაბორატორია ჯერ არ აშენებულა. ამის მიუხედავად, სანსიზბაის განცხადებით, ყაზახ სპეციალისტებს მაინც შეუძლიათ ებოლას ვირუსის შტამის მიღება, რადგან სპეციალისტებს სხვადასხვა სახის ვირუსების წინააღმდეგ ვაქცინების შექმნის საჭირო ცოდნა და გამოცდილება აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები