ესტონელებს რუსეთთან შესაძლო ომის შესახებ ფილმს უჩვენებენ

20 ოქტომბერს ესტონური ტელეკომპანია TV3-ის ეთერში გავა დოკუმენტური ფილმი: „ხვალ თუ ომი დაიწყება“. ფილმის შემქმნელები გვიამბობენ იმაზე, თუ რა მოხდება ესტონეთში აგრესორების მოულოდნელი შეჭრის შემთხვევაში. უცხოური პრესის ინფორმაციით, ჩვენების ინიციატორი დოკუმენტური კინოს შესახებ გადაცემების ავტორი, ჟურნალისტი კრისტერ კივია. ფილმის ანონსში აღნიშნულია, რომ „ესტონეთი 20 წელზე მეტხანს დამოუკიდებელია, თუმცა რუსეთს სიტუაციის შეცვლა დღემდე არ შეუძლია“.
ფილმის ავტორებს მაყურებლისთვის იმის მოყოლა სურთ, თუ რა შეიძლება მოხდეს სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამხედრო შეჭრის შემთხვევაში, რამდენად საშიში შეიძლება იყოს პანიკა და საიდან უნდა ელოდონ დახმარებას. გარდა ამისა, ნაჩვენები იქნება, რისთვის უნდა მოემზადონ ომის შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები