ტურჩინოვმა დონბასის ცალკეული რაიონების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონს მოაწერა ხელი

უკრაინის რადას თავმჯდომარემ ალექსანდრე ტურჩინოვმა დონბასის ცალკეული რაიონების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონს ხელი მოაწერა და დოკუმენტი პრეზიდენტს გაუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს უკრაინის პარლამენტმა ადგილობრივი ხელისუფლების განსაკუთრებული უფლებამოსილების და უკრაინული სპეცსამსახურების მიერ არჩეულ დონბასის რაიონებში აღდგენითი ზომების შესახებ კანონი მიიღო. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, დონბასის რაიონებში ნებისმიერი ენის გამოყენების გარანტია არსებობს და რუსეთთან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას დადებითი შეფასება ეძლევა. კანონის თანახმად, დონბასში კონფლიქტის მონაწილეები ამნისტირებულნი იქნებიან, 7 დეკემბერს კი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები