იულია ტიმოშენკომ ტუჩები გაიდიდა
უკრაინელმა წამყვანმა კოსმეტოლოგმა ცნობილი და სკანდალური პოლიტიკოსის იულია ტიმოშენკოს მიერ ამ დროისთვის ჩატარებული კოსმეტოლოგიური პორცედურები განიხილა. ტიმოშენკო პატიმრობიდან თავის დაღწევის შემდეგ კვლავ ფორმაში ჩადგა და როგორც ჩანს, სახის მოვლასაც დიდ ყურადღებას აქცევს.
სპეციალისტის აზრით, იულია ტიმოშენკო ძალიან ხშირად მიმართავს კოსმეტოლოგების დახმარებას.
„აშკარად ჩანს,რომ მან შუბლზე ნაოჭები ბოტულოტოქსინის მეშვეობით გაიქრო. აშკარაა, რომ კონტურული პლასტიკაც აქვს ტუჩებზე და ყვრიმალები აქვს გაკეთებული. ამავე დროს ვფიქრობ, ზედა ტუჩი ოდნავ გადიდებული აქვს, ქვედა ტუჩი კი ისედაც შედარებით მსხვილი ჰქონდა“, – ამბობს კოსმეტოლოგი.