საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე მოსამართლე რევაზ ნადარაია აირჩია.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა 5 წლის ვადით.
ნადარაიამ აღნიშნულ თანამდებობაზე ხვიჩა კიკილაშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა, მისივე განცხადებით, საკუთარი სურვილით დატოვა.