სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
მოსამართლე ნანა შამათავამ ჯაფარიძეს თანხის დაფარვის ვადად ერთი თვე განუსაზღვრა.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.