ბორჯომის მუნიციპალიტეტში, “ბორჯომის საპატიო მოქალაქეების” პრეზენტაცია გაიმართა
“ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, გამოცემული წიგნის „ბორჯომის საპატიო მოქალაქეები“ პრეზენტაციასთან დაკავშირებით, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ღონისძიება გაიმართა,”- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაყურებლის წინაშე კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები – „ფერხისი“ და „იმედი“, ასევე ანსამბლი „მერმისი“ და სამუსიკო სკოლასთან არსებული ვოკალური ანსამბლი „ოქტავა“ წარდგა.
“ღონისძიების დაწყებამდე ბორჯომელი მხატვრებისა და საპატიო მოქალაქეების ნათელა ღლონტის, თანგული ორთოიძისა და ომაზ ჩხეიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. აგრეთვე, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინათ რუბენ ვეფხვაძის ნამუშევრებიც.
ღონისძიებას, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – შოთა როსტიაშვილი, დავით ვარდიაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, ასევე სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, ჭიათურისა და საჩხერის, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი დანიელი, დეკანოზი იოანე (ხეცურიანი), საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საპატიო მოქალაქეები და ბორჯომელები ესწრებოდნენ.
წიგნში ,,ბორჯომის საპატიო მოქალაქეები” შესულია 77 საპატიო მოქალაქის ბიოგრაფია. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია წიგნის მეორე ნაწილის გამოცემაც,”- ნათქვამია ინფორმაციაში.