ცნობილი რადიოჟურნალისტი პირდაპირ ეთერში დახვრიტეს

საზარელი ტრაგედია მოხდა მექსიკის ქალაქ მასატლანში. შეიარაღებული პირები რადიოსადგურის შენობაში შეიჭრნენ და სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი ატილანო ტირადო დახვრიტეს. ამ დროს მას პირდაპირი ეთერით გადაცემას უძღვებოდა.
როგორც რადიოსადგურის დირექტორი იხსენებს, უცხო მამაკაცები შენობაში შევიდნენ და იკითხეს, თუ სად შეიძლებოდა ჟურნალისტის ნახვა. მათ აუხსნეს, რომ ტირადო პირდაპირი ეთერში იყო და უნდა დალოდებოდნენ. ამ დროს დამნაშავეებმა სტუდიის კარი შეამტვრიეს და შიგნით შეცვივდნენ. მათ მაშინვე სროლა დაიწყეს და წამყვანი სასიკვდილოდ დაჭრეს.
სროლის და დაჭრილი ჟურნალისტის ხმა უამრავმა მსმენელმა პირდაპირ ეთერში მოისმინა. როგორც მისი თანამშრომლები ამბობენ, ტირადო კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები