ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მათ დედაენის დღე მიულოცა და დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა

„დედაენა არის ჩვენი იდენტობის, თვითმყოფადობის, ერთიანობის სიმბოლო. ჩვენ ვალდებულები ვართ ვიზრუნოთ და გავაძლიეროთ ქართული ენა, როგორც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საუნჯე“ – აცხადებს ჯამბულატ მელაძე.

ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს, ასევე, დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პედაგოგებმაც. აღსანიშნავია, რომ ქართული ენის, როგორც ეროვნული საგანძურის იდენტობის ამაღლებისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის პედაგოგებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები