რადას პარლამენტის ფანჯრებს ტრავმატული იარაღიდან ესვრიან

უცნობი პირები რადას პარლამენტს „ტრავმატებიდან“ ესვრიან. უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, პარლამენტის შენობის მე-2 და მე-3 სართულების ფანჯრები დაზიანებულია. რადას დაცვა აფრთხილებს პრესას, რომ შენობას არ მიუახლოვდნენ.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტთან არეულობაში პარტიების: „სვობოდას“ და „მარჯვენა სექტორის“ წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, თუმცა ისინი ამ ინფორმაციას უარყოფენ.
რადას პარლამენტთან არეულობა იმის გამო მოხდა, რომ პარლამენტის დღის წესრიგში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მეამბოხე არმიის აღიარების შესახებ კანონები არ იყო შეტანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები