რუსული ვაქცინა შიდსის წინააღმდეგ ადამიანებზე გამოსაცდელად მზადაა

რუსი მეცნიერები ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის და შიდსის წინააღმდეგ მომზადებული ვაქცინის ტესტირებისთვის მზად არიან. ამის შესახებ ვირუსოლოგიის და ბიოტექნოლოგიის რუსეთის სახელმწიფო ცენტრ „ვექტორის“ გენდირექტორმა ვალერი მიხეევმა განაცხადა.
„რუსეთში ეს შიდსის წინააღმდეგ ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც კლინიკური კვლევების მეორე ფაზამდე მივიდა. სამწუხაროდ, დაფინანსება ჯერ არ გვაქვს. თუმცა მალე იმუნოდეფიციტის ვირუსის და შიდსის საწინააღმდეგო კომიტეტის სხდომა გაიმართება, ჩვენ ვეცდებით, კლინიკური ცდების ჩასატარებლად დამატებითი დაფინანსების მიღებას“, – განაცხადა მიხეევმა.
მისი განმარტებით, მეორე ფაზა ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას გულისხმობს. დაფინანსების შემთხვევაში, რაც 200-300 მილიონ რუბლს გულისხმობს, ცდები დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები