„ფე-ეს-ბეს“ რუსმა ჰაკერებმა ნატოს უელსის სამიტის დოკუმენტები მოიპარეს

როგორც ამერიკელი ექსპერტები ირწმუნებიან, რუსმა ჰაკერებმა ნატოს კომპიუტერები გატეხეს და კონფედენციალური დოკუმენტები მიითვისეს, რომლებიც ახლახან უელსში გამართულ სამიტს ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. ინფორმაციის წყარო ქსელური უსაფრთხოების ამერიკული კომპანია „iSight Partners“-ი გახდა, რომლის თანამშრომლებმაც ეს ფაქტი აღმოაჩინეს.
„საუბარია სახელმწიფოს დახმარებით ორგანიზებულ ორწლიან ჯაშუშურ ოპერაციაზე. მისი შემსრულებლები კი 2009 წლიდან მოქმედებენ. კიბერშეტევის მსხვერპლი რამდენიმე ათეული კომპიუტერი გახდა, რომელიც უკრაინულ მთავრობას, დასავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს, ნატოს და პოლონურ ენერგეტიკულ კომპანის ეკუთვნის“, – ნათქვამია ბლუმბერგის სტატიაში.
როგორც გამომცემლობა წერს, დამნაშავეებმა ელექტრონული წერილები, პრეზენტაციები და კონფიდენციალური დოკუმენტების შიფრები მიითვისეს. ამის შესახებ ამერიკის მთავრობაც და ნატოც უკვე ინფორმირებულები არიან. კიბერუსაფრთხოების აღნიშნულ კომპანიაში ამბობენ, რომ ჰაკერებმა არაერთი შეცდომა დაუშვეს, რაც მათი გაშიფრვის საფუძველი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები