ხელჩაკიდებული ლუგანსკელი ცოლ-ქმარი მატარებელს შეუვარდა

მეუღლეების თვითმკვლელობის მცდელობის მთავარი მიზეზი შემოსავლის დაკარგვა გახდა. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ისინი კიევში, „კრეშატიკის“ მეტროსადგურში პლატფორმიდან რელსებზე გადახტნენ. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მეტროსადგურში რამდენიმე წუთით ადრე ჩავიდა, პლატფორმა რამდენჯერმე შემოიარეს და მოულოდნელად, ხალხის თვალწინ ხელიხელჩაკიდებულები რელსებზე გადახტნენ.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მათი გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ორივე მძიმედაა დაშავებული. ექიმების განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ირკვევა, მათ გადაწყვეტილებაზე ომმა, შემოსავლის ერთადერთი წყაროს დაკარგვამ და დონბასიდან იძულებით გადასახლებამ იმოქმედა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები