რადამ უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე სტეპან პოლტორაკი დაამტკიცა

უკრაინის რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე სტეპან პოლტორაკის კანდიდატურა დაამტკიცა. გარდა ამისა, პარლამენტმა ამ პოსტიდან ოფიციალურად ვალერი გელეთეი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მომხრე 293 დეპუტატი იყო. ხმის მიცემის პროცედურას უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო და პრემიერი არსენი იაცენიუკი ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადას სტეპან პოლტორაკის კანდიდატურა პეტრე პოროშენკომ წარუდგინა. პოლტორაკთან შეხვედრის დროს პოროშენკომ მისი, როგორც ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელზე, მაღალი დონის ორგანიზაციული უნარის მქონესა და ავტორიტეტზე გააკეთა აქცენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები