ჰაკან ფიდანის განცხადებით, თურქეთი სირიაში კონფლიქტს არცერთ ქვეყანასთან არ აპირებს
თურქეთი არ აპირებს კონფლიქტს არცერთ ქვეყანასთან სირიაში და მათ შორის, არც ისრაელთან,- ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, სირიაში ისრაელის მიერ პროვოკაციების მოწყობის მცდელობა მიუღებელია.
„ჩვენ არ გვაქვს განზრახული კონფლიქტი არცერთ ქვეყანასთან.
პლატფორმა, რომელიც გაერთიანდა რეგიონულ ქვეყნებთან, მათ შორის სირიასთან და უსაფრთხოების საკითხებზე, განსაკუთრებით ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაზე, “ძალიან სასარგებლო იყო.
ჩვენ არ შეგვიძლია ვუყუროთ, რომ სირია კვლავ დაექვემდებაროს შიდა არეულობას, ოპერაციებს ან პროვოკაციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას”,- აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ სირია დამოუკიდებელი ქვეყანაა.