კიევში და ხარკოვში სამხედროებმა საპროტესტო აქცია გამართეს

 კიევსა და ხარკოვში სამხედროებმა აქცია გამართეს. სამხედროების მიერ გამართული საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც ხელმძღვანელობამ აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ეროვნული გვარდიის რამდენიმე ასეული სამხედრო დემობილიზაციის მოთხოვნით იყი შეკრებილი. ისინი აცხადებდნენ, რომ სამხედრო სამსახურში ვადაზე ნახევარი წლით მეტხანს იმსახურეს.
სამხედროები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა სტეპან პოლტორაკმა გადაცილებულ ვადაზე პრემია და ხელფასის გადახდა აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები