თბილისის პროკურატურაში ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს
თბილისის პროკურატურაში თავდაცვის ყოფილ მინისტრ, ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.
საქმე ეხება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად ოქრუაშვილის დაბარებას, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა.
უარის შემდგომ, პროკურატურას მისი არ მისვლის შესახებ გადასცეს ინფორმაცია და გამოძიება დაიწყო.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს.