რბოლაში გამარჯვებულმა ჰემილტონმა ვლადიმერ პუტინს ხელი არ ჩამოართვა და ზურგი შეაქცია (ვიდეო)
გუშინ სოჭში „ფორმულა 1“-ის რუსეთის გრან-პრი დასრულდა. რბოლა ბრიტანელი პილოტის ლუის ჰემილტონის გამარჯვებით დამთავრდა. ფინიშის ხაზიდან დაბრუნებული პილოტი „ფორმულა 1“-ის შეფს ბერნი ეკლსტოუნს და სხვა “VIP” პერსონებს მიესალმა და ხელი ჩამოართვა. მათ შორის გახლდათ რუსეთის პრეზიდენტი, თუმცა მას ჰემილტონმა ზურგი აქცია და არც კი მისალმებია. ვიდეო კადრის დაკვირვებით ნახვისას შესამჩნევია, რომ პუტინი ჰემილტონისგან აშკარად ელოდა მისალმებას და ამ ინციდენტის შემდეგ გუნება წამხდარი ჩანდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=8nv9Ds7qkYE” width=”560″ height=”315″]