81 წლის ბრიტანელმა კაცმა სქესი შეიცვალა და ქალი გახდა

  • დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ, სამი შვილისა და შვილიშვილების პატრონმა ჯეიმს როუზმა 81 წლის ასაკში სქესი შეიცვალა და ქალი სახელად რუთი გახდა. ბრიტანელის სიტყვებით, ოპერაციამდე მთელი ეს წლები ის თავს არასრულფასოვან ადამიანად გრძნობდა. 4 წლის წინ როუზი ქალური ჰორმონების დალევას შეუდგა, წელს კი მამაკაცის სასქესო ორგანოების მოცილების ოპერაციების ჩატარება დაიწყო. როგორც ის ამბობს, მისმა ნაბიჯმა საზოგადოების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. „მე ყოველთვის ვიცოდი, რომ არასწორ სხეულში ვცხოვრობდი“, – პასუხობს კრიტიკოსებს ჯეისონი, აწ უკვე რუთი. ბრიტანელმა ასევე მოჰყვა, რომ ასაკის გამო ოპერაციის ეშინოდა, თუმცა ქირურგებმა დაარწმუნეს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა და მართლაც ასე მოხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები