პენსიონერთა სექსუალური ორგია ბელგიაში ტრაგედიით დასრულდა

ბელგიის ქალაქ შარლერუაში გამართული პენსიონერების გრანდიოზული ორგია, სახელწოდებით „50 shades of Karolos“ ტრაგედიით დასრულდა. ამ ინფორმაციას ბელგიური გამოცემა „Nord Presse“ ავრცელებს.
ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობის მიღება მხოლოდ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს შეეძლოთ, 11 ოქტომბერს გაიმართა. ორგიაში მონაწილეობა 200 მეტმა ადამიანმა მიიღო, თუმცა ბევრმა მათგანმა ვერ შეძლო დატვირთვისთვის ბოლომდე გაეძლო. ბელგიური სააგენტოს ცნობით, ორგიის ბოლოს 17 პენსიონერის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, რომელთაგან 7 გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 5 მათგანი გულის მწვავე უკმარისობით, ხოლო 2 ფილტვების შეშუპებით დაიღუპა. ორგანიზატორების ჩანაფიქრით ღონისძიება ბელგიაში წლის ყველაზე მასობრივი და ევროპაში ასაკოვანი ადამიანების უმსხვილესი ორგია უნდა გამხდარიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები