მამის ცხედრის ქვეშ 3 დღის მანძილზე მყოფი 10 თვის ბავშვი სასწაულებრივად გადარჩა

ლუიზიანას შტატის 43 წლის მცხოვრები ჯეისონ ფილდსი თავის საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ თვითმხილველებმა მამაკაცის ცხედართან ერთად 10 თვის ჩვილი ბეტი აღმოაჩინეს, რომელიც მამის სხეულსა და საწოლის კუთხეებს შორის იყო გაჩხერილი. ექიმების დასკვნით მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. საბედნიეროდ მცირეწლოვანი ბავშვი გადარჩა და ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამ ინფორმაციას გამოცემა „Mirror“-ი ავრცელებს. პატარა, რომელმაც „ხაფანგში“ მთელი სამი დღე გაატარა შიმშილით და წყურვილით იტანჯებდოდა, გარდა ამისა გოგონას ჟანგბადის უკმრისობა აწუხებდა, რადგან იმ დღეებში სახლი საერთოდ არ განიავებულა. პოლიციის ინფორმაციით, ბავშვი აუტანელ სიცხესაც გადაურჩა, მათი განცხადებით ტემპერატურა ოთახში 40 გრადუსს აღწევდა. ამ ინციდენტის მომენტისთვის ბეტის დედა ციხეში იყო დაპატიმრებული, სადაც არაძალადობრივი კანონდარღვევისთვის იხდიდა სასჯელს. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, პატარების მოსავლელად ქალბატონი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს. ბეტის გარდა ოჯახს 5 წლის ვაჟიც ჰყავს, რომელიც ტრაგედიის მომენტში მეზობლებთან ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები