ლევან ჯავახიშვილი: სასაცილო იქნებოდა ლევან ჯავახიშვილი სპორტზე დამჯდარიყო „ქრონიკაში“

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ ყოფილი წამყვანი ჟურნალ „რეიტინგთან“ ტელეკომპანიიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს. ლევან ჯავახიშვილი ამბობს, მას არხის ხელმძღვანელობამ სპორტული გამყოფილების პროდიუსერობა შესთავაზა, რასაც არ დასთანხმდა.
„მე „იმედელი“ ვარ!… რომ გავიდეს 5-10 წელი და მითხრან, ჩვენთან დაბრუნდითო, აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ჩემი წამოსვლა არანაირ კონფლიქტს არ უკავშირდებოდა, როცა არხის მენეჯმენტი, რბილად რომ ვთქვათ, უშვებს შენთვის მიუღებელ შეცდომებს, წამოსვლის გადაწყვეტილებას იღებ და მეც ასე მოვიქეცი. გაჩნდა მოსაზრება, რომ საინფორმაციოში სპორტული მიმართულებების პროდიუსინგი ჩამებარებინა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ არხს არ ჰქონდა და დღემდე არ აქვს სპორტული განვითარების გეგმა, საინფორმაციოს არ გააჩნია ცალკე სპორტული ბლოკი, ამ განხრით პროდიუსერობა ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია. ეს ჩემი აზრია, ამით ვინმეს კი არ ვეჩხუბები. სასაცილო იქნებოდა, ლევან ჯავახიშვილი სპორტზე დამჯდარიყო „ქრონიკაში“, ყოველ შემთხვევაში, მე ეს ვერ წარმომიდგენია. თან, არსებობს სანდრო გოგიჩაიშვილი, რომელიც მშვენივრად უძღვება სპორტის საკითხს. სიმართლე გითხრათ, მეც უხერხულად ვიგრძენი თავი, არ მინდოდა, ვინმესთვის დისკომფორტი შემექმნა. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, არხზე გაკეთებულიყო სპორტული ტოქშოუ, რომლის ქროონომეტრაჟიც იქნებოდა 40-45 წუთი, თავისი დიდი დარბაზით, სტუმრებით და ა.შ. მაგრამ ამის აუცილებლობა და საჭიროება ვერ დავინახე“, – განაცხადა ჯავახიშვილმა „რეიტინგთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები