პუტინს არ აქვს საკმარისი ძალა იმისთვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთით გამარჯვება მოიპოვოს

უკრაინაში ომმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ რუსეთის ფედერაციას ამ რეგიონში გამარჯებისთვის საკმარისი სამხედრო პოტენციალი არ გააჩნია. მსგავსი აზრისამხედრო ექსპერტმა ალექსეი არესტოვიჩმა გამოთქვა. ექსპერტის განცხადებით, უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიიდან ჯარების გადაწევის ერთ-ერთი მიზეზი რუსულ ჯარში დაწყებული დემობილიზაციაა.
„რუსულ ჯარში სამხედროების დემობილიზაცია დაიწყო. ის 1 დეკემბრამდე იმოქმედებს. ამ დროს სამხედრო ძალები ბრძოლისუნარიანობას კარგავენ – ისინი შეტევაზე გადასვლის ოპერაციას ვეღარ ახორციელებენ“, – განაცხადა ექსპერტმა. გარდა ამისა, არესტოვიჩის თქმით, რუსეთს არ აქვს საკამარისი სამხედრო ძალა იმისთვის, რომ უკრაინაში კონფლიქტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს. „თავდაპირველად მათ გრანდიოზული გეგმები ჰქონდათ კიევში ხელისუფლების შეცვლის ჩათვლით, ახლა კი – არ გამოდის. არ გამოდის დონეცკის აეროპორტთან მიმართებაშიც“, – აღნიშნა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები