“ვინმე თუ დასვამს შეკითხვას – რატომ არ უნდა იღებდეს „ენჯეო“ მონაწილეობას ყველა სახელმწიფო გადაწყვეტილებაში, ქუჩაში გაიხედეთ და პასუხსაც მიიღებთ” – ვოლსკი
“ვინმე თუ დასვამს შეკითხვას – რატომ არ უნდა იღებდეს „ენჯეო“ მონაწილეობას ყველა სახელმწიფო გადაწყვეტილებაში, ქუჩაში გაიხედეთ და პასუხსაც მიიღებთ. არასამთავრობო ორგანიზაციები სათავეში ჩაუდგნენ პოლიტიკურ მოძრაობას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ყველა კანონი, რომელიც მიღებულია, ანალოგია იმ კანონების, რომელიც დემოკრატიულ სამყაროში არსებობს. ვინმე თუ დასვამს შეკითხვას რატომ არ უნდა იღებდეს „ენჯეო“ მონაწილეობას ყველა სახელმწიფო გადაწყვეტილებაში, ქუჩაში გაიხედეთ და პასუხსაც მიიღებთ. არასამთავრობო ორგანიზაციები სათავეში ჩაუდგნენ პოლიტიკურ მოძრაობას და შეტევას, დესტაბილიზაციის სამოქმედო გეგმას.
რაც შეეხება FARA-ს კანონს, ვინ იტყვის გარდა ადამიანებისა, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არიან დაგეშილები, რომ გამჭვირვალობა რაიმე საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტს არღვევს?! მგონი სწორედ ეგ არის მთავარი პრინციპი იმის, რომ სახელმწიფოში ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თანხები შეიძლება „შავ ფულად“ შევაფასოთ, რომელიც შემოდის და იხარჯება. რაც შეეხება მედია კანონს, აქაც ის სტანდარტია, რომელიც თუნდაც ბრიტანეთში არსებობს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პარლამენტმა „ფარას“ ანალოგი მესამე მოსმენით დაამტკიცა.