ლევან მაჭავარიანი – ხაზარაძე-გახარიას პარტიების მხარდამჭერებს მიმართავს: ეს ორივე პარტია კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს
“ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით, რომ უამრავი პროტესტი მოაწყვეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, მინდა მივმართო იმ დემონსტრანტებს, რომლებსაც ჩვენ გულწრფელ დემონსტრანტებს ვეძახით, რომლებიც უბრალოდ შეცდომაში არიან შესულები. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ არც რადიკალური პარტიებისა და მდიდარი „ენჯეო“ ორგანიზაციების აქტივისტებს, არც უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ მხარდამჭერებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
როგორც ის აღნიშნავს, აქცენტს აკეთებს გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის მხარდამჭერებზე, რომლებიც, მისი თქმით, ვერ ხვდებიან, რომ ეს ორივე პარტია კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.
“მათი დღის წესრიგი თავიდან ბოლომდე შეთანხმებულია და დავალებებს უცხოეთიდან იღებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში უკვე ისინიც დარწმუნდებიან, რომ ეს ორივე პარტია ჯამში არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.