ნიკოლოზ სამხარაძე – რუმინულ გამოცემასთან: საქართველოში პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია, მაგრამ არა იმ დონეზე, რაც ორი-სამი თვის წინ იყო – მომიტინგეების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და მაქსიმუმ 200-300 ადამიანია
„საქართველოში პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია, მაგრამ არა იმ დონეზე, რაც ორი-სამი თვის წინ იყო. მომიტინგეების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და მაქსიმუმ 200-300 ადამიანია,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე: არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.ხალხი ქუჩაში 100 დღის განმავლობაში გამოდის. როგორია დღევანდელი განწყობა ქართულ საზოგადოებაში? როგორია ხალხის აღქმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე?
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიზეზი, რის გამოც ოპოზიციამ მომხრეები ქუჩაში გამოიყვანა არ დადასტურდა, რადგან ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ თქვა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
„საქართველოში პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია, მაგრამ არა იმ დონეზე, რაც ორი-სამი თვის წინ იყო. საპროტესტო აქციები კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ ყოველდღიურად გამოსული მომიტინგეების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და მაქსიმუმ 200-300 ადამიანია. საპროტესტო აქციები საპარლამენტო არჩევნების ფონზე დაიწყო, რის შემდეგაც ოპოზიცია აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა, ბრალდებებს, ამ კუთხით, მკაფიო მტკიცებულებები არ ახლდა. უფრო მეტიც, საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რომელსაც ხელმძღვანელობს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი, არჩევნები გაყალბების გარეშე ჩატარდა. შედეგად, ადამიანებს, რომლებიც ამ მიზეზით გამოდიოდნენ საპროტესტო აქციებზე, აღარ სჯეროდათ, რომ არჩევნები გაყალბდა და პროტესტმა თანდათან იკლო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრთან ნიკოლოზ სამხარაძესთან, სახელწოდებით „საქართველოს ევროკავშირისგან სამართლიანი მოპყრობა სურს“ რუმინულმა გამოცემამ გამოაქვეყნა.
ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ უპასუხა კითხვებს მისი ქვეყნის რუმინეთთან ურთიერთობასთან, საქართველოს შიდა ვითარებასთან და ასევე თბილისის საგარეო პოლიტიკურ პერსპექტივასთან დაკავშირებით.