ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირმა არ უნდა სთხოვოს საქართველოს ისეთი რამ, რაც ევროკავშირში არ გამოიყენება – ჩვენ არ უნდა ვიყოთ ექსპერიმენტების ჩატარების ადგილი
„ევროკავშირმა არ უნდა სთხოვოს საქართველოს ისეთი რამ, რაც ევროკავშირში არ გამოიყენება – ჩვენ არ უნდა ვიყოთ ექსპერიმენტების ჩატარების ადგილი,“ – ამის შესახებ ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინულ გამოცემასთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს არ უნდა მოგვთხოვონ კანონმდებლობის შეცვლა ან ახალი კანონმდებლობის მიღება, რომელიც არ გამოიყენება ევროკავშირის ფარგლებში.
გვინდა, რომ ბრიუსელმა გაიგოს, რომ საქართველო გეოსტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან არასტაბილურ რეგიონში მდებარეობს. ჩვენ გვჭირდება, რომ ევროკავშირმა გააცნობიეროს, რომ საქართველო არის რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყანა, რის გამოც მოსკოვთან კონფლიქტის ესკალაციის ძალიან მაღალი რისკი არსებობს. უფრო მეტიც, ბრიუსელის ინსტიტუტებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს ისევე, როგორც სხვა ქვეყნები, მაგალითად ესტონეთმა. ეს იმიტომ, რომ საქართველო არ არის ნატოს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ და არ სარგებლობს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობით. ამიტომ, ევროკავშირმა არ უნდა სთხოვოს საქართველოს ისეთი რამ, რაც ევროკავშირში არ გამოიყენება. ჩვენ არ უნდა მოგვთხოვონ კანონმდებლობის შეცვლა ან ახალი კანონმდებლობის მიღება, რომელიც არ გამოიყენება ევროკავშირის ფარგლებში.
ჩვენ არ უნდა ვიყოთ ექსპერიმენტების ჩატარების ადგილი. ჩვენ ძალიან ღიად ვუთხარით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მზად ვართ წინ წავიწიოთ რეფორმების განხორციელებით, დავნერგოთ ევროპული მოთხოვნები და მოვახდინოთ ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მაგრამ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ იძულებულნი გავაკეთოთ ისეთი რამ, რასაც წევრი სახელმწიფოები არ აკეთებენ“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.