ლიბერიაში გაიფიცნენ ექთნები, რომლებიც ებოლათი დაავადებულებს მკურნალობენ
ექთნებმა და სხვა სამედიცინო პერსონალმა გავრცელებული ებოლას ვირუსის ფონზე ლიბერიაში გაფიცვა მოაწყვეს. ჯანდაცვის სფეროს მუშაკების ეროვნული ასოციაცია მათთვის, ვინც ებოლათი დაავადებულებს მკურნალობენ, კომპენასიის გაზრდას ითხოვს. გარდა ამისა, სამედიცინო პერსონალი დამცავი კოსტიუმების უფრო დიდი რაოდენობით უზრუნველყოფას და დაზღვევის გაზრდას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ სასიკვდილო ვირუს ებოლასგან ჯანდაცვის სფეროს 95 მუშაკი დაიღუპა.
ლიბერიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ეპიდემიის უპრეცედენტო მასშტაბების გამო კომპენსაციის გადახდა საერთოდ ვერ ხერხდება.